შეძრწუნებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და ძალოვანების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებით!
ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მოქალაქეების კონსტიტუციური ნების უგულებელყოფას და გადაწყვეტილებას, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის მრავალწლიანი გზიდან!
ვემიჯნებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აკნინებს დამოუკიდებელ ინსტიტუციებს და ახშობს პროფესიონალების აზრს!
ჩვენ, საქართველოს არქიტექტორები, ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იცავენ კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ მომავალს!
მოვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ და გატარდეს ყველა ღონისძიება საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დასაბრუნებლად!
ძალა ერთობაშია!
საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება
www.sas.com.ge
დარეგისტრირდა: 30 ნოემბერი, 2024